16-18 ივლისი
გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო!
(რა საზეიმოდ ოფიციალური ვარ )) )
ამ დასვენების დღეებში, ბევრი საინტერესო რაღაც გველის.
დაიწყო ფესტივალი არტ-გენი რომელიც 25 ივლისამდე გაგრძელდება.
ამ შაბათ კვირას, კლუბში 33 ა, თქვენს წინაშე წარდგებიან:
16 ივლისი
20:00-23:00 – საღამოს კონცერტი: ხათუნა მაკალათია, ჯგუფი “კაპილონი”
17 ივლისი
20:00-23:00 – საღამოს კონცერტი: ჯგუფი “დეციში”;
18 ივლისი
20:00-23:00 – ათონელის სახელობის თეატრის წარმოდგენა “თავისუფლება”;დანარჩენი ინფორმაცია ფესტივალთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: დააკლიკეთ აქ
კლუბები/ბარები/რესტორნები
ხვალ, 16 ივლისს, კლუბში “კუბიკი” ჩატარდება “Ministry of Sound Party”. გამოვლენ David Treankle (Germany),
George Maisuradze (Georgia). იქნებიან გო-გო დენსერი გოგოები და საქსოფონისტი ბიჭები.შესვლა : 23:00-24:00 უფასო, 24:00 მერე ბიჭები – 20 ლარი, გოგონები – უფასო. ბიჭები 23 წლამდე, არ დაიშვებიან!
კინოთეატრები
კინოთეატრებში “რუსთაველი” და “ამირანი”, გადის ფილმი “რაინდი და დღე” (რომელიც ქართულად რატომღაც “ღამე და დღედ” ითარგმნა).
ისტორია იმაზე, თუ როგორ შეხვდება სასიკვდილოდ განწირული საიდუმლო აგენტი, ჯუნ ჰევენსს.
რეჟისორი: ჯეიმს მანგოლდი
როლებში: ტომ კრუზი, კამერონ დიასი.
ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია
imdb.com -ის მომხმარებელთა შეფასება: 6.7/10
ბილეთის ფასი: 6-10 ლარი
დღეისათვის სულ ესაა. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის: http://info-tbilisi.com


