5–7 ივნისი

როგორ მოგეწონათ პიკასოს გამოფენა? ) ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მეც მოვახერხებ სიღნაღში გაღწევას მის სანახავად, მანამდე კი :

კლუბები:

- პარასკევს, 21.00–დან კლუბში “Two Side” ლათინო საღამო იწყება.

მუსიკა, ცეკვა, ტროპიკული კოკტეილები. ჩემი აზრით, მშვენიერი ადგილია გასართობად.

- შაბათს, კლუბში “კუბიკი” 24 საათზე იწყება Martin Eyerer/Klingklong Records/ გამოსვლა. ბილეთის ფასი 30 ეროვნული )

კინოთეატრები:

ხუთშაბათიდან, კინოთეატრში “ამირანი”

 იწყება ფილმის, ”Terminator Salvation”, ჩვენება.
მას შემდეგ, რაც Skynet-ი კაცობრიობის დიდ ნაწილს გაანადგურებს,
გადარჩენილ ადამიანთა ჯგუფი ჯონ კონორის მეთაურობით მანქანების
წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.

რეჟისორი: McG
ჟანრი: სათავგადასავლო, Sci-Fi, ტრილერი.
როლებში: კრისტიან ბეილი, სემ ვორსინგტონი.
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება 7.3/10
ბილეთის ფასი: 5-10 ლარი

პარასკევს. 20 საათზე, კინოთეატრში “ქოლგა”, გავა ფილმი
“The Great Buck Howard”
ინგლისურ ენაზე

რეჟისორი: შონ მაკგილი
ჟანრი:კომედია
როლებში: კოლინ ჰენკსი
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება 7.4/10
ბილეთის ფასი 5 ლარი

თეატრები

- პარასკევს 20 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში გავა სპექტაკლი “Art ხელოვნება”. ბილეთის ფასი 4-11 ლარი

-შაბათს, დღის 12 საათზე, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, იქნება საბავშვო სპექტაკლი “მეფე სალთანის ზღაპარი”. ბილეთის ფასი 5 ლარი

-კვირას,  19 საათზე, თავისუფალ თეატრში, გავა,ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ
დადგმული სპექტაკლი, “კავკასიური ცარცის წრე”.  ბილეთის ფასი 5-10-15 ლარი.

იმედი მაქვს, დაგეხმარე არჩევანის გაკეთებაში. დაწვრილებითი ინფორმაცია,
შეგიძლია ამ საიტზე იხილო:
http://info-tbilisi.com

2 Comments

  1. კახა says:

    როდემდეა პიკასოს გამოფენა სიღნაღში?

    • ირაკლი says:

      სიღნაღში 23 ივნისამდეა,
      მერე ჩამოდის თბილისში, 28 ივნისი – 2 აგვისტო,
      ბათუმში: 8 აგვისტო – 6 სექტემბერი

Leave a Reply