Weekend-ი არდადეგებზე

აგვისტოს თვე მოგვიახლოვდა :) თეატრებმა სეზონი დაამთავრეს, ყველაფერი საინტერესო ქალაქიდან გარეთ, საზღვაო კურორტებისკენ გადადის. ხალხიც შეძლების მიხედვით დასასვენებლად მიდის. დროა weekend-მაც დაისვენოს :)
დღეიდან, სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ჩვენი პერიოდული პოსტების წერა შეწყდება. თუმცა..
მათთვის ვინც რჩება ქალაქში, ფუნქციონირებს ჩვენი გვერდი, 101 ფილმი კინოთეატრებში, სადაც წარმოდგენილია კინოთეატრებში “რუსთაველი” და “ამირანი”  მიმდინარე ღონისძიების სრული განრიგი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ გვერდის სათაურს.

გარდა ამისა, თბილისის სხვა და სხვა კლუბში თუ ბარში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას, ან გაერთოთ მეგობრებთან ერთად კარაოკეთი. იმისთვის რომ დაწვრილებით იხილოთ, სად შეგიძლიათ ამის გაკეთება, ეწვიეთ ვებ გვერდს: http://info-tbilisi.com.

რაც შეგვეხება ჩვენ, მას შემდეგ რაც ქალაქს “ივენთ ცხოვრება” აქტიური რეჟიმით დაუბრუნდება, ჩვენც დავბრუნდებით. უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციით და ახალი სიურპრიზებით. შეხვედრამდე შემოდგომაზე! სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.